
შესაქმე 22:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
შესაქმე 22:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის პარასკევი (მწუხრი).
შესაქმე 22:4 კონტექსტში
22:2უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
22:3ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
22:4მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
22:5უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.
22:6აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად.
პარალელური ადგილები: შესაქმე 22:4
- მათეს სახარება 17:23მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება. და დიდად დამწუხრდნენ ისინი.
- ლუკას სახარება 13:32და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს.
- ოსეა 6:2ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.
- კორინთელთა მიმართ ა 15:4დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,
- ესთერი 5:1მესამე დღეს დედოფლურად შეიმოსა ესთერი და მეფის სახლის შიდა ეზოში გაჩერდა, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.
- მეფეთა ა 26:13გაჰყვირა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ძეს: ხმა გამეც, აბნერ! ხმა გასცა აბნერმა და უთხრა: ვინა ხარ, რომ ჰყვირი და აწუხებ მეფეს?
- გამოსვლა 15:22დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
- იესო ნავეს ძე 1:11მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს: გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გახვიდეთ ამ იორდანეს გაღმა, რათა დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ დასამკვიდრებლად.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 22
სრულად წაიკითხე: შესაქმე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში