
შესაქმე 23:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შესაქმე 23:14 კონტექსტში
23:12თაყვანისცა აბრაამმა ქვეყნის ერს.
23:13ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად: თუ თანახმა ხარ, აიღე მინდვრის საფასური, გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს.
23:14მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა:
23:15ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა. წადი, დამარხე შენი მკვდარი.
23:16დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა აბრაამმა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად, ოთხასი შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდით.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 23
სრულად წაიკითხე: შესაქმე 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში