
შესაქმე 23:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე უთხრა მათ: თუ ინებებთ და მკვდარს დამამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწბილებთ და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს,
შესაქმე 23:8 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 23:8 კონტექსტში
23:6მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენ შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენ შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.
23:7ადგა აბრაამი და თაყვანისცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს.
23:8ასე უთხრა მათ: თუ ინებებთ და მკვდარს დამამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწბილებთ და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს,
23:9მომცეს მახფელას მღვიმე, მისი ყანის ბოლოს რომ არის; თავის ფასში მომცეს თქვენი თანდასწრებით საკუთარ სამარხად.
23:10ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა; მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ნეთელთა და ყველას გასაგონად, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული, და უთხრა:
პარალელური ადგილები: შესაქმე 23:8
- იოანეს ეპისტოლე ა 2:1შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
- შესაქმე 25:9დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწვრივ,
- ლუკას სახარება 7:3იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა.
- ლუკას სახარება 7:4ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,
- ებრაელთა მიმართ 7:26სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,
განაგრძე კითხვა: შესაქმე 23
სრულად წაიკითხე: შესაქმე 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში