
შესაქმე 24:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შესაქმე 24:34 კონტექსტში
24:32შევიდა კაცი სახლში. შეხსნა ლაბანმა აქლემებს საკაზმები, აქლემებს ბზე და საკვები დაუყარა, მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა.
24:33გაუშალეს სუფრა, მან კი უთხრა: არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი. უთხრა ლაბანმა: თქვი.
24:34თქვა: აბრაამის მორჩილი ვარ მე.
24:35დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები;
24:36უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 24
სრულად წაიკითხე: შესაქმე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში