
შესაქმე 25:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.
შესაქმე 25:19 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 25:19 კონტექსტში
25:17ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.
25:18სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.
25:19აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.
25:20ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.
25:21ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 25:19
- მათეს სახარება 1:2აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.
- ლუკას სახარება 3:34იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,
- ნეშტთა შორისა ა 1:32კეტურას, აბრაამის ხარჭას ძენი: მან შვა ზიმრა, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი, იაკშანის ძენი: შება და დედანი.
- მოციქულთა საქმენი 7:8და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 25
სრულად წაიკითხე: შესაქმე 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში