
შესაქმე 27:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ.
შესაქმე 27:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 27:32 კონტექსტში
27:30როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც.
27:31მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა.
27:32უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ.
27:33შიშის ზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება.
27:34მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა; უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო!
პარალელური ადგილები: შესაქმე 27:32
განაგრძე კითხვა: შესაქმე 27
სრულად წაიკითხე: შესაქმე 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში