
შესაქმე 29:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა გასულია და უნდა შევიდე მასთან.
შესაქმე 29:21 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 29:21 კონტექსტში
29:19უთხრა ლაბანმა: მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე ვისმე სხვას. იცხოვრე ჩემთან.
29:20მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
29:21უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა გასულია და უნდა შევიდე მასთან.
29:22შეჰყარა იმ ადგილის კაცები ლაბანმა და გამართა ლხინი.
29:23საღამო ჟამს მოჰკიდა ხელი ლეას, თავის ასულს, და მიუყვანა მას. იაკობიც შევიდა ქალთან.
პარალელური ადგილები: შესაქმე 29:21
- მსაჯულნი 15:1გამოხდა ხანი, და პურისმკის დროს წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად და ერთი თიკანი წაიყვანა. თქვა: შევალ ჩემს ცოლთან სანთიობოშიო, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.
- შესაქმე 38:16გზად ჩაუარა და უთხრა: მომიშვი შენთან. რადგან არ იცოდა, მისი რძალი რომ იყო. ქალმა უთხრა: რას მომცემ, ჩემთან რომ მოხვიდე?
- შესაქმე 29:20მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
- შესაქმე 4:1შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
- შესაქმე 31:41ასე გავატარე ოცი წელიწადი შენს სახლში; თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, კიდევ ექვსი წელი შენი ფარისთვის. შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო.
- შესაქმე 29:18შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.
- მათეს სახარება 1:18ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 29
სრულად წაიკითხე: შესაქმე 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში