
შესაქმე 3:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.
შესაქმე 3:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 3:23 კონტექსტში
3:21გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.
3:22თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.
3:23გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.
3:24განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 3:23
- შესაქმე 4:2მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.
- შესაქმე 4:12დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
- შესაქმე 3:19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
- ეკლესიასტე 5:9უკეთესია ის ქვეყანა, სადაც მეფე ქვეყნისთვის იღწვის.
- შესაქმე 2:5ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.
- შესაქმე 9:20დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 3
სრულად წაიკითხე: შესაქმე 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში