
შესაქმე 3:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეკლესიაში საკითხავი: 19 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის პარასკევი (მწუხრი).
შესაქმე 3:4 კონტექსტში
3:2მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,
3:3ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.
3:4უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.
3:5მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
3:6როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 3:4
- კორინთელთა მიმართ ბ 11:3მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცდუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.
- იოანე 8:44თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.
- ტიმოთეს მიმართ ა 2:14ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა.
- შესაქმე 3:13უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
- კორინთელთა მიმართ ბ 2:11რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი.
- მეორე სთვლისაება 29:19როცა მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს, დაიკვეხნის გულში: მშვიდობით ვიქნები, თუმცა ჩემს ნებაზე დავდივარო. რათა დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპოს.
- ფსალმუნები 10:11აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 3
სრულად წაიკითხე: შესაქმე 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში