
შესაქმე 31:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა; ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
შესაქმე 31:21 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 31:21 კონტექსტში
31:19ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.
31:20იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა, რომ გარბოდა მისგან.
31:21გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა; ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
31:22მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა.
31:23იახლა სახლიკაცები და სდია შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთასთან არ დაეწია.
პარალელური ადგილები: შესაქმე 31:21
- შესაქმე 31:23იახლა სახლიკაცები და სდია შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთასთან არ დაეწია.
- ლუკას სახარება 9:51ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად.
- ლუკას სახარება 9:53მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი.
- შესაქმე 37:25დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს: ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.
- მეორე სთვლისაება 3:12ეს ქვეყანა დავისაკუთრეთ მაშინ. არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან გალაადის მთის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი.
- შესაქმე 15:18ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
- იესო ნავეს ძე 24:2უთხრა იესომ მთელ ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს.
- იესო ნავეს ძე 24:3წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 31
სრულად წაიკითხე: შესაქმე 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში