
შესაქმე 31:50 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.
შესაქმე 31:50 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 31:50 კონტექსტში
31:48თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი
31:49და მიცფა, რადგან თქვა: თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს თვალით ვეღარ ვნახავთო.
31:50თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.
31:51უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს გორა და ეს სვეტი, რომელნიც აღვმართე ჩვენ შორის.
31:52მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოდ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 31:50
- იერემია 42:5უთხრეს იერემიას: უფალი იყოს ჭეშმარიტი და სარწმუნო მოწმე ჩვენ წინააღმდეგ, თუ ყველაფერი ისე არ შევასრულეთ, როგორც უფალი, შენი ღმერთი დაგაბარებს ჩვენთან.
- იერემია 29:23იმის გულისთვის, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს ისრაელში, რყვნიდნენ მეზობლის ცოლებს და სიცრუეს ქადაგებდნენ ჩემი სახელით, რაც არ დამივალებია მათთვის. მე ვიცი და მოწმე ვარ, ამბობს უფალი.
- მიქა 1:2ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენ წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
- მსაჯულნი 11:10უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: უფალი იყოს მოწმე ჩვენ შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენ იტყვი.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:5ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე.
- ლევიანი 18:18არ ითხოვო შენი ცოლისდა ერთმანეთის სამტროდ, რომ ხდიდე მას სიშიშვლეს მის გვერდით მთელი მისი სიცოცხლე.
- მალაქია 2:14თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.
- მეფეთა ა 12:5კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენ შორის და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში. უთხრეს: მოწმე იყოს!
განაგრძე კითხვა: შესაქმე 31
სრულად წაიკითხე: შესაქმე 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში