
შესაქმე 33:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
შესაქმე 33:8 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 33:8 კონტექსტში
33:6ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურთ და თაყვანი სცეს.
33:7ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანისცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს.
33:8უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
33:9უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.
33:10უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.
პარალელური ადგილები: შესაქმე 33:8
- შესაქმე 32:5მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში.
- შესაქმე 39:5მას შემდეგ, რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი, აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ.
- ესთერი 2:17შეუყვარდა მეფეს ესთერი ყველა ქალზე უფრო, ყველა ქალწულზე მეტი მადლი და წყალობა ჰპოვა ესთერმა მის წინაშე. და დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
- შესაქმე 32:13იქ გაათენა ის ღამე. გამოარჩია თავისი ქონებიდან ძღვენი ესავისთვის, თავისი ძმისთვის:
- შესაქმე 32:20უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 33
სრულად წაიკითხე: შესაქმე 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში