გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 35:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 35:8

მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).

შესაქმე 35:8 · საქართველოს საპატრიარქო

შესაქმე 35:8 კონტექსტში

35:6მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხითურთ ლუზში ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის.

35:7ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.

35:8მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).

35:9კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი.

35:10უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი.

პარალელური ადგილები: შესაქმე 35:8

განაგრძე კითხვა: შესაქმე 35

სრულად წაიკითხე: შესაქმე 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში