
შესაქმე 36:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელიფაზ ესავის ძეს ჰყავდა ხარჭა თიმნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა.
შესაქმე 36:12 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 36:12 კონტექსტში
36:10ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა; რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა.
36:11ელიფაზის ძენი არიან: თემანი, ომარი, სეფო, გაყთომი და კენაზი.
36:12ელიფაზ ესავის ძეს ჰყავდა ხარჭა თიმნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა.
36:13რეღუელის ძენი: ნანათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა.
36:14ხოლო ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი, რომელნიც უშვა მან ესავს, იყვნენ: იეყუში, იაღლამი და კორახი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 36:12
- მეორე სთვლისაება 25:17გაისსენე, როგორ მოგექცათ გზაზე ყამალეკი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით;
- მეორე სთვლისაება 25:19როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისაგან იმ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს, რომ დაიმკვიდრო იგი, მოსპე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს.
- გამოსვლა 17:8მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
- გამოსვლა 17:16თქვა: რადგან ხელი უფლის ტახტზეა: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.
- რიცხვთა 24:18საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას.
- რიცხვთა 24:20დაინახა ყამალეკი და წარმოთქვა თავისი იგავი: პირველი ხალხია ყამალეკი, მაგრამ საბოლოოდ დაიღუპება.
- შესაქმე 14:7უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.
- მეფეთა ა 15:2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე მახსოვს, როგორ ექცეოდა ისრაელს ყამალეკი, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 36
სრულად წაიკითხე: შესაქმე 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში