
შესაქმე 37:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე.
შესაქმე 37:19 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 37:19 კონტექსტში
37:17უთხრა იმ კაცმა: წასული არიან აქედან. ყური მოვკარი, ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ.
37:18შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.
37:19უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე.
37:20ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.
37:21გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 37:19
- შესაქმე 28:12ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.
- შესაქმე 49:23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
- შესაქმე 37:5დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა.
- შესაქმე 37:11შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 37
სრულად წაიკითხე: შესაქმე 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში