
შესაქმე 38:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის ის მეძავი ქალი, ყენაიმის კარიბჭესთან რომ იჯდა? უთხრეს: აქ არ ყოფილა მეძავი ქალი.
შესაქმე 38:21 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 38:21 კონტექსტში
38:19ადგა ქალი და წავიდა; გადაიძრო მოსასხამი და კვლავ ქვრივის სამოსელი ჩაიცვა.
38:20გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რომ უკან დაებრუნებინა ქალისთვის მიცემული წინდი, მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი.
38:21ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის ის მეძავი ქალი, ყენაიმის კარიბჭესთან რომ იჯდა? უთხრეს: აქ არ ყოფილა მეძავი ქალი.
38:22დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე ქალი. იქაურმა ხალხმაც მითხრა, არ ყოფილაო აქ მეძავი.
38:23უთხრა იუდამ: წაეღო ბარემ, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 38
სრულად წაიკითხე: შესაქმე 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში