
შესაქმე 38:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.
შესაქმე 38:29 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 38:29 კონტექსტში
38:27მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
38:28შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად.
38:29როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.
38:30მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფი რომ ება, და დაერქვა სახელად ზარახი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 38:29
- მათეს სახარება 1:3ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.
- შესაქმე 46:12იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყური და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.
- რიცხვთა 26:20მათი საგვარეულოების მიხედვით იუდიანები იყვნენ: შელასგან შელაელთა საგვარეულო, ფერეცისგან ფერეცელთა საგვარეულო, ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო.
- ნეშტთა შორისა ა 2:4თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა.
- ნეემია 11:6ფარესიანები, იერუსალიმში რომ ცხოვრობდნენ, რიცხვით ოთხას სამოცდარვანი იყვნენ - მამაცი მოყმენი.
- რუთი 4:12გახდეს შენი სახლი სახლივით ფერეცისა (რომელიც თამარმა უშვა იუდას) იმ ნაშიერიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისაგან.
- ნეშტთა შორისა ა 9:4ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, ფერეც იუდას ძის შვილთაგან.
- ნეემია 11:4იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდიანთაგან და ბენიამინთაგან; იუდიანთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალიელის ძე - ფარეციანთაგან.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 38
სრულად წაიკითხე: შესაქმე 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში