გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 39:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 39:15

როცა ნახა, რომ ხმას ავუმაღლე და ვიყვირე, ხელში შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გავარდა.

შესაქმე 39:15 · საქართველოს საპატრიარქო

შესაქმე 39:15 კონტექსტში

39:13როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი და გარეთ გაიქცა,

39:14დაუძახა თავის სახლეულებს და უთხრა: შეხედეთ, ჩვენთან საარშიყოდ მოუყვანია ეს ებრაელი კაცი; შემოვიდა, ჩემთან დაწოლა მოინდომა, მე ყვირილი მოვრთე.

39:15როცა ნახა, რომ ხმას ავუმაღლე და ვიყვირე, ხელში შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გავარდა.

39:16გვერდით დაიდო ქალმა იოსების სამოსელი და ასე იყო მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე.

39:17უამბო ქმარს ეს ამბავი, ასე უთხრა: შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ.

განაგრძე კითხვა: შესაქმე 39

სრულად წაიკითხე: შესაქმე 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში