
შესაქმე 39:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსები საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იქ, საპყრობილეში.
შესაქმე 39:20 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 39:20 კონტექსტში
39:18როცა ყვირილი ავტეხე, შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა.
39:19როცა მოისმინა ბატონმა ცოლის ნაამბობი, ასე და ასე მომექცაო შენი მონა, განრისხდა.
39:20ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსები საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იქ, საპყრობილეში.
39:21უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
39:22ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 39:20
- შესაქმე 40:15რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, ამ დილეგში რომ ჩავეგდე.
- შესაქმე 40:1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს.
- შესაქმე 40:3და ჩაყარა ისინი ქონდაქართუხუცესის სახლში, საპყრობილეში, იქ, სადაც იოსები იყო დამწყვდეული.
- ფსალმუნები 76:10რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.
- ფსალმუნები 105:18გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.
- ფსალმუნები 105:19ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
- შესაქმე 41:9მაშინ მიმართა მწდეთუხფცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდება ჩემი ცოდვები.
- შესაქმე 41:14გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 39
სრულად წაიკითხე: შესაქმე 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში