
შესაქმე 45:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს, და მოესმა ფარაონის სახლს.
შესაქმე 45:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 45:2 კონტექსტში
45:1ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა: გაიყვანეთ ყველანი! არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს.
45:2იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს, და მოესმა ფარაონის სახლს.
45:3უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგა შეეშინდათ მისი.
45:4უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 45:2
- მოციქულთა საქმენი 20:37ყველანი მწარედ ატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ პავლეს.
- შესაქმე 46:29აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი.
- რუთი 1:9უფალმა გაპოვნინოს ორთავეს მყუდრო ცხოვრება თქვენ-თქვენი ქმრების ხლში. და გადაკოცნა ისინი. მათ კი ხმამაღალი ტირილი დაიწყეს.
- რიცხვთა 14:1ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 45
სრულად წაიკითხე: შესაქმე 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში