გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 47:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 47:15

გამოილია ევრცხლი ეგვიპტეში და ქანაანში, და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: მოგვეცი პური. ვერცხლი რომ გამოგველია, ამისთვის ხომ არ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ?

შესაქმე 47:15 · საქართველოს საპატრიარქო

შესაქმე 47:15 კონტექსტში

47:13პური არ იყო მთელ ქვეყანაში, რადგან გამძიმდა შიმშილობა მეტისმეტად; მოუძლურდა ეგვიპტის ქვეყანა და ქანაანი შიმშილისგან.

47:14მთელი ვერცხლი, რაც კი ეგვიპტეში და ქანაანში იპოვებოდა, იოსებმა მოიხვეჭა გაყიდული პურის ფასად და შესძინა ფარაონის სახლს.

47:15გამოილია ევრცხლი ეგვიპტეში და ქანაანში, და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: მოგვეცი პური. ვერცხლი რომ გამოგველია, ამისთვის ხომ არ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ?

47:16უთხრა იოსებმა: მოასხით საქონელი და მოგცემთ საქონლის ფასად, ვერცხლი თუ გამოგელიათ.

47:17მიჰყავდათ იოსებთან საქონელი და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრის ფარის, ნახირის და სახედრების საფასურში; ამარაგებდა მათ იმ წელიწადს პურით მთელი მათი საქონლის საფასურად.

პარალელური ადგილები: შესაქმე 47:15

განაგრძე კითხვა: შესაქმე 47

სრულად წაიკითხე: შესაქმე 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში