გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 48:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 48:8

დაინახა ისრაელმა იოსების შვილები და თქვა: ესენი ვინ არიან?

შესაქმე 48:8 · საქართველოს საპატრიარქო

შესაქმე 48:8 კონტექსტში

48:6ხოლო ბავშვები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან, თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში.

48:7ფადანიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად, გზაში, ეფრათამდე არც ვიყავი მისული, და დავმარხე იქ, ეფრათის გზაზე, სადაც ახლა ბეთლემია.

48:8დაინახა ისრაელმა იოსების შვილები და თქვა: ესენი ვინ არიან?

48:9უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა აქ. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ.

48:10თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა; ახლოს მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა.

განაგრძე კითხვა: შესაქმე 48

სრულად წაიკითხე: შესაქმე 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში