
შესაქმე 49:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.
შესაქმე 49:13 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 49:13 კონტექსტში
49:11ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.
49:12თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.
49:13ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.
49:14ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.
49:15ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.
პარალელური ადგილები: შესაქმე 49:13
- მეორე სთვლისაება 33:18ზებულონზე თქვა: იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში!
- მეორე სთვლისაება 33:19ხალხებს დაუძახებენ მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლს, რადგან ზღვათა სიმდიდრით საზრდოობენ, ქვიშაში ჩაფლულ-ჩამარხულით.
- შესაქმე 30:20თქვა ლეამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟიშვილი გავუჩინე. უწოდა სახელად ვაჟს ზებულონი.
- იესო ნავეს ძე 19:10მესამე წილი ზებულონიანებს ხვდა მათი საგვარეულოების მიხედვით; სარიდამდე აღწევდა მათი სამკვიდროს საზღვარი.
- იესო ნავეს ძე 19:16ეს არის ზებულონიანთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 49
სრულად წაიკითხე: შესაქმე 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში