
შესაქმე 5:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
შესაქმე 5:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 5:22 კონტექსტში
5:20სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
5:21იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
5:22დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
5:23სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი.
5:24დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 5:22
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:12განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ.
- შესაქმე 17:1ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემ წინაშე და სრული იყავი.
- შესაქმე 6:9ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე.
- ლუკას სახარება 1:6ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს.
- მალაქია 2:6ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემ წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:7ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
- მიქა 6:8ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
- ფსალმუნები 116:9ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 5
სრულად წაიკითხე: შესაქმე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში