
შესაქმე 6:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც.
შესაქმე 6:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 6:21 კონტექსტში
6:19ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.
6:20ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.
6:21წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც.
6:22ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 6:21
- შესაქმე 1:29თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
- შესაქმე 1:30მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
- ფსალმუნები 145:16აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
- ფსალმუნები 136:25რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 104:27ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
- ფსალმუნები 104:28მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
- ფსალმუნები 35:6იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
- მათეს სახარება 6:26შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?
განაგრძე კითხვა: შესაქმე 6
სრულად წაიკითხე: შესაქმე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში