
შესაქმე 7:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.
შესაქმე 7:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 7:5 კონტექსტში
7:3ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.
7:4რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.
7:5ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.
7:6ექვსასი წლისა იყია ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად.
7:7შევიდნენ ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნენ წარღვნას.
პარალელური ადგილები: შესაქმე 7:5
- შესაქმე 6:22ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.
- ლუკას სახარება 8:21ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
- გამოსვლა 39:32დასრულდა სავანის სადღესასწაულო კარვის მთელი სამუშაო. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს; ასე გააკეთეს.
- გამოსვლა 39:42როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.
- გამოსვლა 39:43ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.
- ფსალმუნები 119:6მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
- ებრაელთა მიმართ 5:8და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება.
- იოანე 8:28და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 7
სრულად წაიკითხე: შესაქმე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში