
შესაქმე 9:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.
შესაქმე 9:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 9:22 კონტექსტში
9:20დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.
9:21შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
9:22დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.
9:23აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
9:24გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 9:22
- იგავესნი 30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
- გალატელთა მიმართ 6:1ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
- მათეს სახარება 18:15ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენ მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი.
- კორინთელთა მიმართ ა 13:6არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
- ფსალმუნები 40:15დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო!
- შესაქმე 10:6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- აბდია 1:12არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა.
- აბდია 1:13არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს, არ უნდა გეცქირა მისი უბედურებისთვის მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი დაღუპვის დღეს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 9
სრულად წაიკითხე: შესაქმე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში