
შესაქმე 9:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.
შესაქმე 9:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 9:4 კონტექსტში
9:2თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი.
9:3ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს.
9:4ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.
9:5მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
9:6ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 9:4
- მეორე სთვლისაება 12:23მხოლოდ გაფრთხილდი, სისხლი არ შეგეჭამოს, რადგან სისხლი სულია და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო.
- მეორე სთვლისაება 15:23ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე მიწაზე.
- მეორე სთვლისაება 12:16ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
- მოციქულთა საქმენი 15:20არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს.
- ლევიანი 7:26არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
- მოციქულთა საქმენი 15:29ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!
- ლევიანი 17:10თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.
- ლევიანი 17:14რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 9
სრულად წაიკითხე: შესაქმე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში