
აბაკუმი 1:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?
აბაკუმი 1:13 · საქართველოს საპატრიარქო
აბაკუმი 1:13 კონტექსტში
1:11მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდვას. მისი ძალა კი მის ღმერთშია!
1:12შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!
1:13სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?
1:14ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით.
1:15ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს.
პარალელური ადგილები: აბაკუმი 1:13
- ფსალმუნები 5:4რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
- ფსალმუნები 5:5ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
- ფსალმუნები 34:15უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.
- ფსალმუნები 34:16პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.
- იერემია 12:1მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები?
- იერემია 12:2შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან.
- აბაკუმი 1:3რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემ წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი.
- აბაკუმი 1:4ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი.
განაგრძე კითხვა: აბაკუმი 1
სრულად წაიკითხე: აბაკუმი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში