გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

აბაკუმი 3:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

აბაკუმი 3:15

შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები.

აბაკუმი 3:15 · საქართველოს საპატრიარქო

აბაკუმი 3:15 კონტექსტში

3:13შენი ერის გამოსასხნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად; ჭერი ჩაუნგრიე ბოროტეულის სახლს, ძირიდან თხემამდე გააშიშვლე.

3:14თავი გაუგმირე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, ბედშავის იდუმალ ჩასაყლაპად.

3:15შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები.

3:16გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან.

3:17თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი.

პარალელური ადგილები: აბაკუმი 3:15

განაგრძე კითხვა: აბაკუმი 3

სრულად წაიკითხე: აბაკუმი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში