
ანგეა 1:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.
ანგეა 1:15 · საქართველოს საპატრიარქო
ანგეა 1:15 კონტექსტში
1:13უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი.
1:14გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,
1:15მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.
პარალელური ადგილები: ანგეა 1:15
- ანგეა 1:1დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ შალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ.
- ანგეა 2:20მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს.
- ანგეა 2:10მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:
- ანგეა 2:1მეშვიდე თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:
განაგრძე კითხვა: ანგეა 1
სრულად წაიკითხე: ანგეა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში