
ანგეა 1:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
ანგეა 1:7 · საქართველოს საპატრიარქო
ანგეა 1:7 კონტექსტში
1:5ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
1:6ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტასა მკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ქისისთვის იდებს მშრომელი შრომის საზღაურს.
1:7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
1:8ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი.
1:9ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.
პარალელური ადგილები: ანგეა 1:7
- ფსალმუნები 119:59ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
- ფსალმუნები 119:60ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
- ანგეა 1:5ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
- ფილიპელთა მიმართ 3:1სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა.
- ესაია 28:10რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ;
განაგრძე კითხვა: ანგეა 1
სრულად წაიკითხე: ანგეა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში