გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 10:19: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 10:19

ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,

ებრაელთა მიმართ 10:19 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (მეცხრე ჟამი).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 10:19

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მოციქულმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რაოდენ დიდია განსხვავება პირველმღვდელმსახურებას, მსხვერპლს, კარავს, აღთქმასა და დაპირებებს შორის. ერთი დროებითია, მეორე კი, საუკუნო; ერთი წარმავალია, მეორე კი, მარადიული; ერთი არასრულყოფილია, მეორე კი, სრულყოფილი; ერთი სახეა, მეორე კი, ჭეშმარიტება.”

    მთელი განმარტება

    მოციქულმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რაოდენ დიდია განსხვავება პირველმღვდელმსახურებას, მსხვერპლს, კარავს, აღთქმასა და დაპირებებს შორის. ერთი დროებითია, მეორე კი, საუკუნო; ერთი წარმავალია, მეორე კი, მარადიული; ერთი არასრულყოფილია, მეორე კი, სრულყოფილი; ერთი სახეა, მეორე კი, ჭეშმარიტება.

    “არა ხორციელი მცნების რჯულით, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით” (ებრ. 7:16), ბრძანებს მოციქული. და კიდევ: “მღვდელი ხარ შენ უკუნისამდე” (ებრ. 7:17). აჰა, ჩვენი მღვდელმთავრის მარადიულობა!

    ძველ აღთქმაზე ამბობს, რომ იგი ძველდება: “რაც ძველდება და ბერდება, მალე ქრება” (ებრ. 8:13). ახალი აღთქმა კი ცოდვების მიტევებას გვაძლევს, ძველი კი ამას ვერ ძალუძდა: “რჯულს არაფერი მიუყვანია სრულყოფილებამდე” (ებრ. 7:19). და კიდევ: “მსხვერპლი და ძღვენი არ ისურვე” (ებრ. 10:5).

    ძველი აღთქმა ხელთქმნილი იყო, ახალი კი, არახელთქმნილი. ძველის მსხვერპლი ვაცის სისხლი იყო, ახლისა კი, უფლის სისხლი. ძველში მღვდელი იდგა, ახალში კი, ზის.

    ვინაიდან ძველი ნაკლებია, ხოლო ახალი მეტი, ამიტომაც ამბობს მოციქული: “გვაქვს კადნიერებაო”. რატომ გვაქვს კადნიერება? ცოდვების მიტევების გამო. ცოდვები წარმოშობს სირცხვილს, მათი მიტევება კი, კადნიერებას. და არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ ქრისტეს თანამემკვიდრენი გავხდით და მისი სიყვარული დავიმსახურეთ.

    “შევვიდეთ საწმიდარში”. რას გულისხმობს მოციქული ამ შესვლაში? ცათა სასუფეველში შესვლასა და სულიერ საიდუმლოებთან ზიარებას.

    “რომელიც მან განგვიახლა ჩვენ”, ესე იგი, მოგვიწყო და თავად გაიარა პირველმა. განახლება ეწოდება ხმარების დასაწყისს. თავად მოაწყო იგი და თავად გაიარა მასში.

    “ახალი და ცხოველი გზით”. აქ მოციქული იმედის სისავსეს გამოხატავს. “ახალიაო”, ამბობს. ცდილობს გვიჩვენოს, რომ უმაღლესი ყველაფერი გვაქვს, რადგან ახლა ცათა სასუფევლის ბჭენი ღიაა, რაც აბრაამის დროსაც კი არ იყო.

    კარგად ბრძანა: “ახალი და ცხოველი გზით”, პირველი გზა სიკვდილის გზა იყო, რომელიც ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა, ეს კი, სიცოცხლის გზაა. არ თქვა “სიცოცხლის”, არამედ უწოდა მას “ცხოველი”, რითაც გამოხატა, რომ იგი მუდმივად ასეთად რჩება.

  2. გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე
  3. ათანასე დიდი4 საუკუნე
  4. ეფრემ ასური4 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. ისაკ ასური6 საუკუნე
  7. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი10 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  10. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  11. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  12. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  13. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 10:19 კონტექსტში

10:17აღარ გავიხსენებ მათს ცოდვებს და ურჯულოებას“.

10:18ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება.

10:19ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,

10:20ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით,

10:21და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში,

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 10:19

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 10

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში