გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 11:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 11:18

რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.

ებრაელთა მიმართ 11:18 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 20 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-29 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 11:18

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ჭეშმარიტად, დიდია აბრაამის რწმენა! აბელს, ნოესა და ენოქს მხოლოდ გონებაში ბრძოლა ჰქონდათ და ადამიანურ ზრახვებზე ამაღლება სჭირდებოდათ. აქ კი საჭირო იყო არა მხოლოდ ამაღლება, არამედ უფრო მეტის ჩვენებაც. აქ ღვთაებრივი, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგებოდა ღვთაებრივსვე, რწმენა, რწმენას, ბრძანება, აღთქმას.”

    მთელი განმარტება

    ჭეშმარიტად, დიდია აბრაამის რწმენა! აბელს, ნოესა და ენოქს მხოლოდ გონებაში ბრძოლა ჰქონდათ და ადამიანურ ზრახვებზე ამაღლება სჭირდებოდათ. აქ კი საჭირო იყო არა მხოლოდ ამაღლება, არამედ უფრო მეტის ჩვენებაც. აქ ღვთაებრივი, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგებოდა ღვთაებრივსვე, რწმენა, რწმენას, ბრძანება, აღთქმას.

    ღმერთმა უთხრა მას: “გამოვედ შენ ქვეყნიდან შენისა, სანათესაო შენისაგან და სახლისაგან მამისა შენისა... რამეთუ ყოველი ქუეყანა... შენ და ნათესავსა შენსა მივცე უკუნისამდე” (დაბ. 12:1, დაბ. 13:15). და, ამისდა მიუხედავად, არ მისცა მას სამკვიდროდ არც ერთი ნაბიჯის ადგილი. ხედავ, როგორ ეწინააღმდეგებოდა მოვლენები აღთქმას?

    კვლავ უთხრა: “ისააკით გეწოდოს შენ თესლი” (დაბ. 21:12), და აბრაამმა ირწმუნა. და კიდევ: “მომიტევე მე მსხუერპლად იგი, რომელსა ჰმერა აღავსებად ყოველი სოფელი ნათესავით მისითა”. ხედავ, როგორ ეწინააღმდეგება ბრძანება აღთქმას? იგი ბრძანებდა აღთქმის საწინააღმდეგოს, და, ამისდა მიუხედავად, მართალი არ შეძრწუნებულა და არ ჩათვალა თავი მოტყუებულად.

    ხოლო თქვენ, ამბობს მოციქული, ვერ იტყვით, რომ მან აღგითქვათ თქვენ სიმშვიდე და მოგავლინა მწუხარება. მან, რაც აღგითქვათ, იმასვე აკეთებს. როგორ? “სოფელსა ამას შინა ჭირნი გქონდენ” (იოან. 16:33), ბრძანა უფალმა. და “რომელი არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ღირს ჩემდა” (მათ. 10:38). “რომელმან იპოვოს სული თჳსი, წარაგოს იგი”. და: “უკუეთუ ვინმე მოვიდეს ჩემდა... არა განეყენოს ყოვლისაგან, რაჲცა აქუს, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფედ ჩემდა ყოფად” (ლუკ. 14:26, 33). და კიდევ: “და წარიყვანნეთ მთავართა და მეფეთა წინაშე ჩემთვის” (მათ. 10:18). და კიდევ: “მტერნი კაცისანი, სახლისა მისისანი” (მათ. 10:36). აქ მწუხარებანია, ხოლო სიმშვიდე, იქ. აბრაამთან კი პირიქით იყო: მას ებრძანებოდა აღთქმის საწინააღმდეგოს კეთება, და, ამისდა მიუხედავად, იგი არ შეძრწუნებულა, არ შეყოყმანებულა და არ ჩათვალა თავი მოტყუებულად. თქვენ კი არ ითმენთ არაფერს ისეთს, რაც უცხოა აღთქმისთვის და შეძრწუნდებით. მან მოისმინა აღთქმულის საწინააღმდეგო თავად აღმთქმელისგან და არ შეძრწუნებულა, არამედ აღასრულა, როგორც შეთანხმებული (აღთქმასთან). და, ჭეშმარიტად, იგი შეთანხმებული იყო. იგი ეწინააღმდეგებოდა ადამიანურ ზრახვებს, მაგრამ შეთანხმებული იყო რწმენასთან.

    როგორ? ამას მოციქული თავად განგვიმარტავს, როდესაც ამბობს: “რამეთუ ჰრაცხდა, ვითარმედ ძალ-უც ღმერთსა მკუდრეთითცა აღდგინებად”. მისი სიტყვების აზრი შემდეგია: იმავე რწმენით, რომლითაც სწამდა, რომ ღმერთი მისცემდა ძეს, რომელიც არ ჰყავდა, იმავე რწმენით იყო დარწმუნებული, რომ ღმერთი აღადგენდა მკვდარსაც, აღადგენდა დაკლულს. ერთნაირად საკვირველი იყო, ანუ ადამიანური განსჯის მიხედვით, როგორც ის, რომ ძე იშობებოდა განხრწნილი, დაბერებული და უკვე უნაყოფო საშოდან, ისე ის, რომ დაკლული აღდგებოდა. და, ამისდა მიუხედავად, მას სწამდა. წინანდელი რწმენა წარმართავდა მას (რწმენისკენ) მომავალშიც. მეორე მხრივ, მან განიცადა სასიამოვნო დასაწყისში, ხოლო საწყენი, ბოლოს, სიბერეში. თქვენთან კი, ამბობს მოციქული, პირიქით ხდება: საწყენი, უწინარეს, ხოლო სასიამოვნო, შემდგომ.

    ეს ითქვა იმათთვის, რომლებიც ბედავენ თქმას, რომ ღმერთი, რომელმაც აღგვითქვა ჩვენ სიკვდილის შემდეგ კეთილი, შესაძლოა, მოგვატყუოს. “ძალ-უც ღმერთსა, ამბობს, და მკუდრეთით აღდგინებად”. თუ “ძალ-უც ღმერთსა და მკუდრეთით აღდგინებად”, მაშინ, რა თქმა უნდა, მოგვაგებს ჩვენ ყველაფერს. და თუ აბრაამს სწამდა ამდენი წლის შემდეგ, რომ ღმერთს ძალუძს მკვდრეთით აღდგენა, მით უფრო ჩვენ უნდა გვწამდეს ეს. ხედავ, რომ ღმერთი, როგორც ზემოთ ვთქვი, ჯერ კიდევ სიკვდილის შემოსვლამდე აღძრავდა მამათა-პაპებში აღდგომის იმედს და მიჰყავდა მათ იმ რწმენამდე. Ისინი, მისი ბრძანებით, სწირავდნენ თავიანთ ძეებს, რომელთაგანაც იმედოვნებდნენ მთელი სამყაროს აღვსებას, და კლავდნენ მათ მზადყოფნით?

    და კიდევ რაღაცას გამოხატავს აქ მოციქული სიტყვებით: “ღმერთმან გამოცდიდა აბრაჰამს” (დაბ. 22:1). რა არის ეს? ნუთუ ღმერთმა არ იცოდა, რომ იგი იყო მომთმენი და მამაცი ქმარი? სრულიად იცოდა. თუ იცოდა, მაშინ რატომ გამოცდიდა მას? არა იმისთვის, რომ თავად გაეგო, არამედ იმისთვის, რომ სხვებისთვის ეჩვენებინა და ყველასთვის აშკარა გაეხადა მისი ვაჟკაცობა. მოციქული აქ გვიჩვენებს განსაცდელების მიზეზს, რათა არ იფიქრონ, თითქოს ისინი იტანჯებიან იმიტომ, რომ მიტოვებულნი არიან ღვთის მიერ. ჩვენ აქ გარდაუვლად უნდა დავექვემდებაროთ განსაცდელებს, რადგან ბევრია მდევნელი და მზაკვარი. იქ კი რა საჭირო იყო განსაცდელების გამოგონება, რომლებიც არ იყო? ცხადია, რომ ეს განსაცდელი მისი ბრძანებით იყო. სხვა განსაცდელები მისი ნებართვით ხდება, ეს კი, მისი ბრძანებით. თუ განსაცდელები ადამიანებს ასე სახელოვანებად აქცევს, რომ ღმერთი უმიზეზოდაც კი უმზადებს მათ თავის მოღვაწეებს, მით უფრო ჩვენ უნდა გადავიტანოთ ყველაფერი ვაჟკაცურად.

    გამომსახველობითად თქვა აქ მოციქულმა, რომ “რწმენით აბრაჰამმან, გამოცდილმან, შეწირა ისააკი”. ისააკის შეწირვის სხვა მიზეზი არ არსებობდა, გარდა ამისა. და შემდგომ იგივე აზრს ავლენს. არავის შეუძლია თქვას, რომ მას სხვა ძე ჰყავდა და მისგან ელოდა აღთქმის აღსრულებას, ამიტომაც თამამად სწირავდა ისააკს: “რომელსა აღთქმაჲ ედვა, ამბობს, შეწირვიდა მხოლოჲშობილსა”. როგორ, “მხოლოჲშობილსა”? აბა, ისმაელი? ის საიდანაა? მხოლოჲშობილს ვუწოდებ, ამბობს, აღთქმასთან მიმართებით. და ამიტომ, თქვა რა “მხოლოჲშობილი”, და სურდა ეჩვენებინა, რომ ამაშია აზრი, რის გამოც ასე უწოდებს მას, დასძენს: “რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ისააკით გეწოდოს შენ ნათესავი”, ე.ი. მისგან.

    ხედავ, რა საოცარია პატრიარქის საქციელი? მას ეთქვა: “ისააკით გეწოდოს შენ ნათესავი”, და, ამისდა მიუხედავად, ძე სწირავდა მსხვერპლად. შემდგომ, რათა ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს მან ეს სასოწარკვეთილებაში გააკეთა და ასეთი ბრძანების მიღებით მიატოვა ძველი რწმენა, არამედ, პირიქით, დარწმუნდა, რომ ეს საქციელი ჭეშმარიტად რწმენის საქმე იყო, მოციქული ამბობს. Აქაც მას ჰქონდა რწმენა, და თუმცა იგი, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგებოდა ძველს, ამისდა მიუხედავად, იგი არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან არ ზომავდა ღვთის ძალას ადამიანური განსჯებით, არამედ ყველაფერს რწმენას ანდობდა. ამიტომაც არ შეშინებია ეთქვა, რომ ღმერთს ძალუძს მკვდრეთით აღდგენა, რის გამოც მიიღო იგი წინასწარმეტყველებად, ანუ სახედ, კრავში. როგორ? კრავის მსხვერპლად დაკვლით გადარჩა ისააკი, ისე რომ კრავის სანაცვლოდ მიიღო ძე, პირველის მსხვერპლად დაკვლით უკანასკნელის ნაცვლად. ეს იყო გარკვეული სახე. აქ იყო ძე ღვთის სახე, მსხვერპლად დაკლული.

    და შეამჩნიე, რა დიდია ღვთის კაცთმოყვარეობა. რადგან მას განზრახული ჰქონდა ადამიანებისთვის დიდი მადლის მონიჭება, ამიტომ, სურდა რა ამის გაკეთება არა უსასყიდლოდ. Თითქოს მოვალედ, აწესრიგებს, რომ თავდაპირველად ადამიანმა გასცეს თავისი ძე ღვთის ბრძანებით, რათა დიდად არ გამოჩნდეს ის. Იგი თავად გასცემს საკუთარ ძეს, მას შემდეგ, რაც ადამიანმა ეს მის წინაშე გააკეთა, რათა არ იფიქრონ, რომ იგი ამას უსასყიდლოდ აკეთებს, არამედ ვალდებულების გამოც. ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ვცდილობთ მივაწოდოთ ისიც, რომ თითქოს ჩვენ წინასწარ მივიღეთ მისგან რაიმე მცირედი. Შემდეგ ვაძლევთ მას ყველაფერს და ვქადით არა იმდენად გაცემულით, რამდენადაც მისგან მიღებულით, არ ვამბობთ: ჩვენ მივეცით მას ესა და ეს, არამედ: ჩვენ მივიღეთ მისგან ესა და ეს. ამიტომაც, ამბობს, და მიიღო იგი წინასწარმეტყველებად, ანუ სახედ, რადგან კრავი იყო ისააკის იგავი, ანუ სახე. რადგან მსხვერპლი აღსრულდა და ისააკი დაკლული იყო (აბრაამის) განზრახვაში, ამიტომ ღმერთმა უბოძა იგი პატრიარქს.

    ხედავ, როგორ იხსნება აქედან ის, რაზეც გამუდმებით ვსაუბრობ? როდესაც ჩვენს გონებას სრულყოფილს გავხდით და ვაჩვენებთ, რომ ზიზღით ვუყურებთ მიწიერ საგნებს, მაშინ ღმერთი გვაძლევს მიწიერსაც. Არა მანამდე, რათა ჩვენ, მიწიერ კეთილდღეობაზე მიჯაჭვულებმა, მათი მიღების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად არ მივეჯაჭვოთ მათ. გაითავისუფლე თავი წინასწარ მონობისგან, ამბობს იგი, და მაშინ მიიღე, რათა მიიღო არა როგორც მონამ, არამედ როგორც ბატონმა. შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი. შეიძულე დიდება და იქნები დიდებაში. შეიძულე შურისძიება მტრებზე და შური იძიებ მათზე. შეიძულე სიმშვიდე და მიიღებ მას, რათა მიღებისას მიიღო არა როგორც ტყვემ ან მონამ, არამედ როგორც თავისუფალმა.

    პატარა ბავშვებთან ასე ვიქცევით: როდესაც ბავშვს ძალიან სურს საბავშვო სათამაშოები, მაშინ ჩვენ გულდასმით ვმალავთ მათ მისგან, მაგალითად, ბურთს, ან რაიმე სხვას, რათა იგი არ გადაიტანოს ყურადღება აუცილებელი საქმიანობიდან. ხოლო როდესაც იგი არ აქცევს მათ ყურადღებას და არ სურს ისინი, მაშინ ჩვენ უშიშრად ვაძლევთ მათ. Ვიცით, რომ ამისგან მას არანაირი ზიანი არ მიადგება და ეს გართობა ვერ შეძლებს მისი გადაყვანას აუცილებელი საქმიანობიდან. ასევე იქცევა ღმერთი ჩვენთან: როდესაც იგი ხედავს, რომ ჩვენ არ გვსურს მიწიერი კეთილდღეობა, მაშინ გვაძლევს უფლებას ვისარგებლოთ მათით. Მაშინ ჩვენ ვფლობთ მათ როგორც თავისუფალნი და როგორც ქმრები, და არა როგორც ბავშვები.

    და რომ ჭეშმარიტად, როდესაც შურისძიებას შეიძულებ მტრებზე, მაშინ შური იძიებ მათზე, ამის შესახებ, ისმინე, რას ამბობს (მოციქული): “უკუეთუ სჭირდეს მტერსა შენსა, აჭამე მას; და უკუეთუ სწყუროდის, ასუ მას”, და დასძენს: “რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეკრიბო თავსა მისსა” (რომ. 12:20). რომ ჭეშმარიტად, როდესაც სიმდიდრეს შეიძულებ, მაშინ მიიღებ მას, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს ქრისტე: “და ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი. Გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ასწილი მიიღოს და ცხორება საუკუნოჲ დაიმკჳდროს” (მათ. 19:29). რომ ჭეშმარიტად, როდესაც დიდებას შეიძულებ, მაშინ მიიღებ მას, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს კვლავ ქრისტე: “რომელსა ჰნებავს თქუენ შორის დიდ ყოფად, იყავნ თქუენდა მსახურ”. Კიდევ: “რომელი აჰმაღლებს თავსა თჳსა, დამდაბლდეს, და რომელი დაიმდაბლებს თავსა თჳსა, ამაღლდეს” (მათ. 20:26, მათ. 23:12).

    რას ამბობ შენ? თუ მე ვასმევ მტერს, მაშინ ვსჯი მას? თუ ქონებას ვარიგებ, მაშინ ვფლობ მას? თუ ვმდაბლდები, მაშინ ვმაღლდები? დიახ, ამბობს, ასეთია ჩემი ძალა. იგი საპირისპიროს საპირისპიროთი წარმოშობს. მე მდიდარი და ბრძენი ვარ, ნუ გეშინია. საგნების ბუნება ჩემს ნებას ემორჩილება და არა მე მივყვები ბუნებას. მე ყველაფერს აღვასრულებ და არა სხვა რამ წარმმართავს მე. ამიტომ მე შემიძლია შევცვალო და გარდავქმნა ყველაფერი. და საკვირველია კი, რომ ასე ხდება ასეთ რამეებში, როდესაც იგივე ხდება ყველაფერში სხვაშიც? ასე, როდესაც შენ ავნებ (სხვას), მაშინ ავნებ საკუთარ თავს. ხოლო როდესაც შენ გაყენებენ ზიანს (სხვები), მაშინ შენ არ იტან ზიანს. როდესაც შენ შურს იძიებ, მაშინ (არა სხვას) შურს იძიებ, არამედ საკუთარ თავს. “რომელსა უყუარს სიცრუე, ამბობს (ბრძენი), სძულს სული თჳსი” (იგავ. 29:24, ფსალმ. 10:5). ხედავ, რომ ასეთ შემთხვევაში შენ (არა სხვას) ავნებ, არამედ საკუთარ თავს? ამიტომაც ამბობს პავლე: “რაჲსათჳს უკუე არა უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა იცადოთ ძჳრის-ყოფაჲ” (1 კორ. 6:7)? ხედავ, რომ ეს არ ნიშნავს, ზიანის მოთმენას? როდესაც შენ შეურაცხყოფ (სხვას), მაშინ შეურაცხყოფ საკუთარ თავს. ეს ნაწილობრივ ბევრისთვის ცნობილია: ხანდახან ეუბნებიან ერთმანეთს: წავიდეთ აქედან, რათა არ დავიმციროთ თავი. რატომ? იმიტომ, რომ დიდია განსხვავება შენს (შეურაცხმყოფელს) და მას (შეურაცხყოფილს) შორის. რა შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენო მას, ისინი მას პატივად ექცევა.

    მუდამ ასე ვიმსჯელოთ და ჩვენ შეურაცხყოფებზე მაღლა დავდგებით. როგორ? ამას მე აგიხსნით. თუ ჩვენ დავიწყებთ მტრობას პორფირის მატარებლის წინააღმდეგ, მაშინ შეურაცხყოფები, მიმართული მისკენ, ჩვენვე დაგვიბრუნდება, რადგან, მისი გაკიცხვით, ჩვენ თვითონვე ვხდებით გაკიცხვის ღირსნი. მაშ, მითხარი, რას ნიშნავს შენი სიტყვები? ზეცის მოქალაქე, ზეციური სიბრძნის მქონე, რატომ იმცირებ საკუთარ თავს იმის ტოლფასად, რომელიც მხოლოდ მიწიერზე ფიქრობს? თუნდაც შენს მტერს უთვალავი ქონება ჰქონდეს, თუნდაც მას ჰქონდეს ძალაუფლება, მან არ იცის შენი სიკეთე. ნუ დაიმცირებ საკუთარ თავს, მისი შეურაცხყოფით. დაინდე თავი, არა იგი. პატივი მიაგე საკუთარ თავს, არა მას. არ ამბობს ანდაზა: ვინც პატივს სცემს (სხვას), ის პატივს სცემს საკუთარ თავს? და სამართლიანად: არა მას სცემს პატივს, არამედ საკუთარ თავს. ისმინე ბრძენის სიტყვები, რომელიც ამბობს: “სიმშჳდით იდიდებდი სულსა შენსა და მიაგე მას პატივი ღირსებისაებრ მისისა” (სიბრ. ზირ. 10:31). რას ნიშნავს: “ღირსებისაებრ მისისა”? თუ ვინმემ, ამბობს, მოგატყუა ანგარების გამო, ნუ გააკეთებ იმავეს. თუ შეურაცხყოფა მოგაყენა, ნუ შეურაცხყოფ. მითხარი, გთხოვ: თუ რომელიმე ღარიბი აიღებს ტალახის ნაგლეჯს, რომელიც შენს ეზოში გეგდო, ნუთუ ამის გამო სასამართლოში უჩივლებ მას? არა. რატომ? რათა არ დაიმცირო საკუთარი თავი, რათა ყველამ არ დაგიწყოს განსჯა. ასევე აქაც. მდიდარი არის ღარიბი. და რაც უფრო მეტად მდიდრდება იგი, მით უფრო მეტად ღარიბდება ჭეშმარიტი სიღარიბით. ოქრო, ეს არის ტალახი, ეზოში დაყრილი და არა შენს სახლში მყოფი. შენი სახლი კი, ზეცაა. ამიტომ, თუ ამის გამო სასამართლოში უჩივლებ მას, ნუთუ არ გაგსჯიან ზეციური მოქალაქეები? ნუთუ არ განგაგდებენ ისინი თავიანთი სამშობლოდან, შენ, რომელიც ასე დაბალი ხარ, ასე საძულველი, რომ ტალახის პატარა ნაგლეჯის გამო გადაწყვიტე დავა? თუნდაც მთელი სამყარო შენი იყოს და ვინმემ წაგართვას იგი, მაშინაც კი შენ მხოლოდ ზურგი უნდა აქციო მას. ნუთუ არ იცი, რომ თუ გაზრდი სამყაროს ათჯერ, ან ასჯერ, ან ათი ათასჯერ, ან ორმაგად ამის წინააღმდეგ, მაშინაც კი იგი მცირე წილადაც კი ვერ შეედრება ზეციურ კეთილდღეობას? ვინც აღტაცებულია აქაური კეთილდღეობით, ის შეურაცხყოფს იქაურს, თუ იგი თვლის პირველს მიჯაჭვულობის ღირსად, რომელიც ასე შორს დგას უკანასკნელისგან. და უკეთ რომ ვთქვათ, მას არც კი შეუძლია უკანასკნელით აღტაცება, როგორ (შეუძლია მას ამის უნარი), პირველზე მიჯაჭვულს? გავწყვიტოთ როდისმე, გევედრებით თქვენ, ეს ჯაჭვები და ბადეები, ე.ი. მიწიერი საქმეები. როდემდე უნდა ვიხრებოდეთ მიწისკენ? როდემდე უნდა ვუწყობდეთ მზაკვრობებს ერთმანეთს, მხეცებივით ან თევზებივით? თუმცა მხეცებიც კი არ უწყობენ მზაკვრობებს თავიანთ მონათესავეებს, არამედ სხვადასხვა ჯიშისას. ასე, დათვი მალე არ მოკლავს დათვს, გველი არ მოკლავს გველს, ნათესაობის პატივისცემით. შენ კი იმასაც კი, ვინც შენი მონათესავეა და ვისთანაც უთვალავი ურთიერთობა გაქვს, წარმოშობის ერთნაირობა, გონიერება, ღვთის შეცნობა. Ძალა ბუნებაზე და მრავალი სხვა ურიცხვი, შენ შენს მონათესავეს, რომელსაც შენთან ერთი ბუნება აქვს, კლავ და ამძიმებ უამრავი ბოროტებით. რა არის იმაში, თუ შენ მას მახვილს არ ჩასცემ და ხელით არ მოჰკვეთ მის კისერს? შენ ამაზე უარესს აკეთებ, მუდმივ მწუხარებებს უმზადებ მას. პირველი რომ გაგეკეთებინა, მაშინ იხსნიდი მას საზრუნავებისგან. ახლა კი შენ მას შიმშილს და მონობას უმზადებ, სასოწარკვეთილებას და მრავალ სხვა ცოდვას. ამას ვამბობ და არ შევწყვეტ საუბარს, არა იმისთვის, რომ გიბიძგოთ მკვლელობისკენ ან გირჩიოთ, გააკეთოთ უფრო მცირე ბოროტება, არამედ რათა არ გქონდეთ იმედი, რომ დაუსჯელები დარჩებით. “ჴორცნი გლახაკთანი ცხორება არიან და ვის მოაკლდეს, კაცის-მკლველ არს” (სიბრ. ზირ. 34:21). შევიკავოთ ხელები ჩვენი, გთხოვთ თქვენ, შევიკავოთ, ან, უკეთ რომ ვთქვათ, არ შევიკავოთ, არამედ გავვრცოთ ისინი სიკეთისკენ, არა ანგარებისკენ, არამედ მოწყალებისკენ. ნუ იქნება ხელი ჩვენი უნაყოფო და მშრალი. მშრალია ის ხელი, რომელიც არ აკეთებს მოწყალებას, ხოლო ის, რომელიც ვრცელდება ანგარებისკენ, ბილწია და უწმინდური. არავინ ჭამოს საჭმელი ასეთი ხელებით, რადგან ეს, შეურაცხყოფაა მიწვეულთათვის.

    მითხარი: თუ ვინმემ მიგვიწვია ჩვენ ხალიჩებზე წოლისთვის, რბილ სარეცელზე და ოქროთი მოქარგულ სამოსელზე, ბრწყინვალე და დიდებულ სახლში და. Გარშემო მრავალი მსახური შემოგვახვია, შემდეგ ვერცხლისა და ოქროს მაგიდა დადგა და აავსო იგი სხვადასხვა მდიდრული კერძებით, გვთხოვდა ჭამას მხოლოდ იმ პირობით. Ჩვენ არ ვიზიზღებდით მის ხელებს, ტალახით ან ადამიანის განავლით მოსვრილს. Მივცემდით მას უფლებას ასეთ მდგომარეობაში ჩვენთან ერთად წოლილიყო, გაუძლებდა კი ვინმე ასეთ სასჯელს და არ ჩათვლიდა კი ამას შეურაცხყოფად? მე ვფიქრობ, რომ ყველა მაშინვე გაიქცეოდა. ამასობაში ახლა შენ ხედავ არა მხოლოდ ტალახით მოსვრილ ხელებს, არამედ თვით კერძებსაც და არ ამბობ უარს, არ გარბიხარ, არ ამხელ. Თუ ადამიანი ძალაუფლების მქონეა, მაშინ დიდად თვლი (მასთან ყოფნას) და ღუპავ სულს შენსას, ასეთი საჭმლის ჭამით. რადგან ანგარება უარესია ყოველგვარ ტალახზე. იგი აბინძურებს არა სხეულს, არამედ სულს, ისე რომ ძნელი ხდება მისი განწმენდა. შენ კი ხედავ მაგიდასთან ამ ტალახით გაბინძურებულს, ხედავ მის ხელებსაც და სახესაც, და სახლსაც. Მაგიდასაც მისით სავსეს, ჭეშმარიტად, ასეთი კერძები უფრო ბილწია და საძულველი ნაკელზე, ან რაც კი კიდევ უფრო უარესია, წევ მასთან, თვლი ამას შენთვის პატივად და თითქოს სიამოვნებას იღებ? ან არ გრცხვენია პავლესი, რომელიც ნებას რთავს უწინაღმდეგოდ მივიდეთ წარმართთა სუფრასთანაც კი, ჩვენი სურვილის შემთხვევაში, მაგრამ გვიკრძალავს ვიყოთ ანგარებთან, თუნდაც ჩვენ ეს გვსურდეს? “ვინმე თუ ძმაჲ სახელ-იდვა, იყოს მეძავი”, აქ ძმად მოიხსენიებს ყოველ მორწმუნეს საერთოდ და არა ბერს. სინამდვილეში, რას გვაძლევს ჩვენ ძმობა? მეორედ შობის ბანას, შესაძლებლობას, ვუწოდოთ ღმერთს მამა. ამიტომ კათაკმეველი, თუნდაც იგი ბერი იყოს, არ არის ძმა. მორწმუნე კი, თუნდაც იგი ერისკაცი იყოს, არის ძმა. “ვინმე თუ ძმაჲ სახელ-იდვა”. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მონაზვნობის კვალიც კი, ამ ყველაფერს ნეტარი (პავლე) ერისკაცებს ეუბნებოდა. “ვინმე თუ ძმაჲ სახელ-იდვა, იყოს მეძავი, გინა მემთვრალე, გინა კერპთმსახური, გინა მგმობელი, გინა ლაცარი, გინა მტაცებელი, ასეთისაცა თანა ნუ სჭამთ” (1 კორ. 5:11). წარმართებზე იგი (ამბობს) არა ასე, არამედ როგორ? “უკუეთუ ვინმე გიწოდოს თქუენ ურწმუნოთაგანმან, გულისხმობს წარმართებს, და გინდესით მისლვად, ყოველი, რაჲცა დაგისხნეს თქუენ, ჭამეთ” (1 კორ. 10:27). “ვინმე თუ ძმაჲ სახელ-იდვა, იყოს... მემთვრალე”. აი, რა სიმკაცრეა! ჩვენ კი არა მხოლოდ არ გავურბივართ ლოთებს, არამედ თვითონ მივდივართ მათთან, რათა მონაწილეობა მივიღოთ მათ საქმეებში. ამიტომ ჩვენთან ყველაფერი გაუკუღმართდა, ყველაფერი აირია, აირია და დაიღუპა.

    მითხარი: თუ ვინმემ ასეთმა ადამიანმა მიგიწვია შენ გამზადებულ ლხინზე, შენ, რომელიც ღარიბად და საძულველად ითვლები, შემდეგ მოისმინა შენგან: რადგან შემოთავაზებული ანგარებით არის შეგროვებული. Მე არ ვაპირებ ჩემი სულის გაბინძურებას, მაშინ ის ხომ არ შერცხვებოდა, ხომ არ დაიბნეოდა, ხომ არ შეწუხდებოდა? ჭეშმარიტად, ერთი ესეც საკმარისი იქნებოდა მისი გამოსწორებისთვის, იმისთვის, რომ მას თავი უბედურად ეგრძნო თავისი სიმდიდრის დროს, შენ კი გაკვირვებოდა შენი სიღარიბის დროს, დაენახა რა, რა გარჩევადობით უგულებელყოფ მას. მაგრამ ჩვენ, არ ვიცი რატომ, ადამიანების მონები გავხდით, მაშინ როდესაც პავლე დაუსრულებლად გვარიგებს: “ნუ იყოფით მონა კაცთა” (1 კორ. 7:23). რატომ გავხდით ადამიანების მონები? იმიტომ, რომ წინასწარ მუცლის, სიმდიდრის, დიდების და ყველაფერი დანარჩენის მონები გავხდით, დავკარგეთ თავისუფლება, რომელიც ქრისტემ გვიბოძა. მაშ, მითხარი, რა დაემართება მას, ვინც მონა გახდა? ისმინე, რას ამბობს ქრისტე: “მონაჲ არა ეგულების სახლსა შინა უკუნისამდე” (იოან. 8:35). აი, გადამწყვეტი განაჩენი, რომ იგი არასოდეს შევა სასუფეველში (ზეციურში), რადგან იგი სწორედ ამ სახლს აღნიშნავს: “სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან”, ამბობს (უფალი) (იოან. 14:2). ამგვარად, მონა არ ეგულების სახლში უკუნისამდე, მონას უწოდებს იგი ცოდვის მონას, ვინც სახლში არ ეგულების უკუნისამდე, ის უკუნისამდე ეგულება გეენაში, საიდანაც არანაირ ნუგეშს არ იღებს. მაგრამ ბოროტებამ ისეთ ხარისხს მიაღწია, რომ ისინი მსგავსი ქონებიდან მოწყალებასაც კი გასცემენ და ბევრი იღებს. ამის გამო ჩვენ დავკარგეთ გაბედულება და უკვე არ შეგვიძლია ვავდევნოთ არავინ. ვიქცეთ თუნდაც ამიერიდან ბოროტებას, რომელიც აქ

  3. ათანასე დიდი4 საუკუნე
  4. ეფრემ ასური4 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 11:18 კონტექსტში

11:16მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.

11:17რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებული, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი,

11:18რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.

11:19რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.

11:20რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 11:18

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 11

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში