
ებრაელთა მიმართ 12:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.
ებრაელთა მიმართ 12:21 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 12:21
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “იუდეველთა ტაძარში იყო საოცარი წმიდათა წმიდა, და ჰქონდათ აგრეთვე საშინელიც, სინას მთაზე მომხდარი: ცეცხლი, ღრუბელი, წყვდიადი, ქარიშხალი, ვინაიდან სინაზე, როგორც ნათქვამია, ღმერთი ცეცხლში, ქარიშხალსა და წყვდიადში გამოეცხადა (მეორე სჯულ. 5:22).”
მთელი განმარტება
იუდეველთა ტაძარში იყო საოცარი წმიდათა წმიდა, და ჰქონდათ აგრეთვე საშინელიც, სინას მთაზე მომხდარი: ცეცხლი, ღრუბელი, წყვდიადი, ქარიშხალი, ვინაიდან სინაზე, როგორც ნათქვამია, ღმერთი ცეცხლში, ქარიშხალსა და წყვდიადში გამოეცხადა (მეორე სჯულ. 5:22).
ახალი აღთქმის დაწესებისას მსგავსი არაფერი ყოფილა. ქრისტემ იგი თავისი უბრალო საუბრით მოგვანიჭა.
შეხედე, როგორ ადარებს მოციქული ამ ორ მოვლენას და სამართლიანად წარმოაჩენს ამ ყველაფერს შემდგომ. უამრავი მტკიცებულების წარმოდგენისა და ორი აღთქმის განსხვავების ახსნის შემდეგ, იგი იოლად უბრუნდება ამ საკითხს. რას ამბობს იგი?
“რამეთუ არა მოახვედით მთასა მას, რომელსა ხელ-ეწიფებოდა” (ებრ. 12:18).
ეს საშინელი იყო, იმდენად საშინელი, რომ მოსმენაც კი შეუძლებელი იყო და მხეციც კი ვერ ბედავდა მიახლოებას. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც შემდგომი. რა არის სინას მთა ცასთან შედარებით? რა არის ხელშესახები ცეცხლი უხილავ ღმერთთან შედარებით? “რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლი დამწველი არს” (ებრ. 12:29).
მთაზე მომხდარი ამბების შიშის მომგვრელობა იმაშიც ჩანს, თუ რას ამბობდნენ იუდეველები: “ეტყოდეს მოსეს: იტყოდე შენ ჩუენ თანა და გესმოდის ჩუენი, და ნუ იტყვის ჩუენ თანა ღმერთი, ნუუკუე მოვკუდეთ” (გამოს. 20:19).
მოციქული ამბობს, რომ ხილვა იმდენად საშინელი იყო, რომ თავად მოსეც კი შეძრწუნდა და შეშინდა. განა გასაკვირია, რომ ხალხი ასეთ შიშს გრძნობდა, თუ თავად მოსე, რომელიც იმ წყვდიადში შედიოდა, სადაც ღმერთი იმყოფებოდა, ამბობდა: “შეშინებული ვარ და ვძრწი”.
ის საშინელი იყო, ეს კი გაცილებით უფრო საკვირველი და დიდებულია, რადგან აქ არ არის არც წყვდიადი, არც ღრუბელი და არც ქარიშხალი, როგორც იქ. მაშ, რატომ გამოეცხადა მაშინ ღმერთი ცეცხლში? როგორც ჩანს, ამით გამოიხატება ძველი აღთქმის გაურკვევლობა, კანონის ბუნდოვანება და დაფარულობა. მეორე მხრივ კი, ეს გამოხატავს იმას, რომ კანონმდებელი დამნაშავეებისთვის საშინელი და მრისხანე უნდა იყოს. საყვირის ხმები რისთვის იყო საჭირო? ეს სწორია, რადგან აქ თითქოს მეფე იმყოფებოდა. ასევე იქნება მეორედ მოსვლისას, რადგან “დავჰკრათ საყჳრსა, და აღვდგეთ თჳთ ყოველნი” (1 კორ. 15:52), ამბობს მოციქული. ყველას აღდგომა ღვთის ძალით აღსრულდება. საყვირის ხმა კი იმაზე მიანიშნებს, რომ ყველანი უნდა აღვდგეთ.
მაშინ, სინას მთაზე, ყველაფერი გრძნობადი იყო: ხილვებიც და ხმებიც, შემდგომ კი ყველაფერი სულიერი და უხილავი გახდა. ცეცხლი იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი არის “ცეცხლი დამწველი” (ებრ. 12:29). ღრუბელი, წყვდიადი და კვამლი კვლავ არაფერს საშინელს არ გამოხატავენ. ესაია წინასწარმეტყველიც ამბობს: “და აღივსო სახლი კუმეულითა” (ეს. 6:4). ქარიშხალი რატომ იყო საჭირო? კაცობრიობა უზრუნველად იყო, ამიტომ საჭირო იყო მისი გამოფხიზლება. და, რა თქმა უნდა, არ იყო ისეთი უზრუნველი ადამიანი, რომელსაც გონება ზეცისკენ არ აღეპყრო, როდესაც ეს ხდებოდა და როდესაც კანონი იდებოდა.
“მოსე იტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ხმითა” (გამოს. 19:19), რადგან საჭირო იყო, რომ ღვთის ხმა გაგონილიყო. ვინაიდან ღმერთს მოსეს მეშვეობით სურდა კანონის გადაცემა, ამიტომ მას რწმენის ღირსად ხდის. იუდეველები მოსეს ვერ ხედავდნენ ღრუბლის გამო და ვერც ესმოდათ მისი ენის დაბმულობის გამო. მაშ, რა? თავად ღმერთი პასუხობდა მას “ხმით”, თითქოს ხალხს ელაპარაკებოდა და მათთვის კანონებს გასაგებს ხდიდა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ზემოთქმულს: “რამეთუ არა მოახვედით მთასა მას, რომელსა ხელ-ეწიფებოდა და ცეცხლი ენთებოდა, არცა ბნელსა და წყვდიადსა და გრიგალსა. Არცა ხმასა საყჳრისასა და ხმასა სიტყუათასა, რომელნი-იგი მსმენელნი ითხოვდეს, რაჲთა არა მიეყოს მათ სიტყუაჲ” (ებრ. 12:18-19). მაშასადამე, ისინი თავად იყვნენ მიზეზი იმისა, რომ ღმერთი მათ გრძნობად სახით გამოეცხადა. რას ამბობდნენ ისინი? “ეტყოდე შენ ჩუენ თანა და გესმოდის ჩუენი, და ნუ იტყვის ჩუენ თანა ღმერთი, ნუუკუე მოვკუდეთ” (გამოს. 20:19).
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 12:21 კონტექსტში
12:19არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.
12:20რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.
12:21იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.
12:22არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,
12:23მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 12:21
- გამოსვლა 19:16მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
- მეორე სთვლისაება 9:19რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლალ. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა.
- ესაია 6:3ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!
- ესაია 6:5ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს.
- გამოსვლა 19:19თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
- ფსალმუნები 119:120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
- გამოცხადება 1:17ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
- დანიელი 10:17როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას.
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 12
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


