გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 3:3: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 3:3

ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს.

ებრაელთა მიმართ 3:3 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 13 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 13 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 3:3

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იუსტინე მოწამე2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “უპირატესობასაც აჩვენებს: ‘რამეთუ უმეტესი დიდებაჲ მიიღო, ვიდრე მოსე’ (ებრ. 3:3). კვლავ ხორციელზე მიუთითებს: ‘რამეთუ უმეტესი პატივი აქუს სახლისა, რომელმან აღაშენა იგი’. მოსეც ამ სახლიდან იყო, ამბობს იგი. არ უთქვამს, რომ მოსე მონა იყო, ხოლო ქრისტე, მეუფე, არამედ ეს დაფარულად გამოხატა. თუ სახლი ერი იყო, ხოლო მოსე ამ ერიდან იყო, გამოდის, რომ იგი ამ სახლიდან იყო. ჩვენც ხომ ასე ვამბობთ: ესა და ეს ამა და ამ სახლიდან წარმოდგებაო. აქ სახლში მოციქულს ტაძარი არ უგულისხმია, ვინაიდან ის ღმერთს არ შეუქმნია, არამედ ადამიანებს. ‘რომელმან აღაშენა იგი’, ანუ მოსე, ეს არის ღმერთი.”

    მთელი განმარტება

    უპირატესობასაც აჩვენებს: “რამეთუ უმეტესი დიდებაჲ მიიღო, ვიდრე მოსე” (ებრ. 3:3). კვლავ ხორციელზე მიუთითებს: “რამეთუ უმეტესი პატივი აქუს სახლისა, რომელმან აღაშენა იგი”. მოსეც ამ სახლიდან იყო, ამბობს იგი. არ უთქვამს, რომ მოსე მონა იყო, ხოლო ქრისტე, მეუფე, არამედ ეს დაფარულად გამოხატა. თუ სახლი ერი იყო, ხოლო მოსე ამ ერიდან იყო, გამოდის, რომ იგი ამ სახლიდან იყო. ჩვენც ხომ ასე ვამბობთ: ესა და ეს ამა და ამ სახლიდან წარმოდგებაო. აქ სახლში მოციქულს ტაძარი არ უგულისხმია, ვინაიდან ის ღმერთს არ შეუქმნია, არამედ ადამიანებს. “რომელმან აღაშენა იგი”, ანუ მოსე, ეს არის ღმერთი.

    შეხედე, როგორ აჩვენებს იგი დაფარულად ქრისტეს უპირატესობას მოსეზე: “მორწმუნე არს ყოვლითურთ სახლისა მისისა” (ებრ. 3:5), მაშინ როდესაც თავად მოსე ამ სახლიდან იყო, ანუ ერიდან. უფრო მეტი პატივი აქვს ხელოვანს თავის ქმნილებებზე, ისევე როგორც სახლის ამშენებელს, სახლზე. ნუთუ შეიძლება შემოქმედი ქმნილებაზე ნაკლები იყოს?

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 3:3 კონტექსტში

3:1ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს,

3:2რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც მოსე ღვთის სახლში.

3:3ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს.

3:4რადგანაც ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი კი ღმერთია.

3:5მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო,

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 3:3

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 3

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში