
ებრაელთა მიმართ 3:9: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
ებრაელთა მიმართ 3:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 3:9
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ამ ისტორიული მოვლენების გახსენება საჭიროა, რათა სიტყვები უფრო ნათელი გახდეს. ეგვიპტიდან გამოსულმა ებრაელებმა, რომლებმაც გრძელი გზა განვლეს და ღვთის ძალის ათასობით ნიშანი იხილეს ეგვიპტეში, მეწამულ ზღვაზე, უდაბნოში, გადაწყვიტეს, რომ ჯაშუშები გაეგზავნათ აღთქმული მიწის დასათვალიერებლად.”
მთელი განმარტება
ამ ისტორიული მოვლენების გახსენება საჭიროა, რათა სიტყვები უფრო ნათელი გახდეს. ეგვიპტიდან გამოსულმა ებრაელებმა, რომლებმაც გრძელი გზა განვლეს და ღვთის ძალის ათასობით ნიშანი იხილეს ეგვიპტეში, მეწამულ ზღვაზე, უდაბნოში, გადაწყვიტეს, რომ ჯაშუშები გაეგზავნათ აღთქმული მიწის დასათვალიერებლად.
როდესაც დაბრუნებულმა ჯაშუშებმა გაოცება გამოთქვეს ამ მიწით და თქვეს, რომ იგი უხვად ისხამს შესანიშნავ ნაყოფს, მაგრამ მას ძლიერი და დაუმარცხებელი ხალხი ფლობს, უმადურმა და უგრძნობმა ებრაელებმა, ნაცვლად იმისა. Გაეხსენებინათ ღვთის ყოფილი წყალობანი და ის, თუ როგორ იხსნა მან ისინი არა მხოლოდ საფრთხისგან, როდესაც ეგვიპტის ჯარებით იყვნენ გარშემორტყმულნი, არამედ შესაძლებლობა მისცა მათ დაუფლებოდნენ ნადავლს. Ის, თუ როგორ უდაბნოში მან გააპო კლდე და უხვი წყლის ნაკადები მოჰმადლა და მანანა გარდამოუვლინა და გაეხსენებინათ ყველა ეს და სხვა სასწაული, რომელიც მან აღასრულა. Ღმერთის რწმენა ჰქონოდათ, არაფერზე იფიქრეს, თითქოს არაფერი მომხდარა და შიშს მიეცნენ და კვლავ ეგვიპტეში დაბრუნება მოინდომეს და ამბობდნენ: “გამოგვიყვანა ღმერთმა აქ, რათა დაგვღუპოს ჩვენ, ჩვენი შვილები და ცოლები” (გამოს. 17:3; რიცხვ. 20:4).
“მცდიდნენ მე, ამბობს უფალი, და იხილეს ჩემნი საქმენი ორმეოც წელ”. ხედავ, რომ არ უნდა მოითხოვო ანგარიში ღმერთისგან, არამედ უნდა გწამდეს მისი, იხსნის იგი უბედურებისგან, თუ არა. ახლა მათ იმაში საყვედურობს, რომ ღმერთს ცდიდნენ. ის, ვინც ძალის, ან განგების, ან ზრუნვის (ღვთის) მტკიცებულებების მიღებას ისურვებს, ჯერ კიდევ არ სწამს, რომ იგი ყოვლისშემძლე და კაცთმოყვარეა. ამაზე მიანიშნებს მოციქული ამ ეპისტოლეში, რადგან მათ, შესაძლოა, სურდათ მისი ძალისა და მათზე ზრუნვის დადასტურება განსაცდელებში. ხედავ, ურწმუნოებიდან როგორ წარმოიშობა ყოველთვის გაღიზიანება და რისხვა?
რას ამბობს იგი შემდეგ? ბრძენი პავლე ამბობს: “როდესაც გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიჯიუტებთ გულებს თქვენსას, როგორც მაშინ, როდესაც დრტვინავდით” (ებრ. 3:8), ანუ, როდესაც გაიგონებთ უფალს, რომელიც ქადაგებს: “მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი” (მათ. 3:2), ნუ გაიჯიუტებთ გულებს თქვენსას, როგორც ეგრეთ წოდებულმა კათარებმა (წმინდებმა).
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ესიქიოსი იერუსალიმელი5 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 3:9 კონტექსტში
3:7ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
3:8ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,
3:9სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
3:10ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა.
3:11ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 3:9
- მოციქულთა საქმენი 7:36მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში.
- მეორე სთვლისაება 4:9ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს
- მეორე სთვლისაება 4:3თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ-ფეღორს.
- იესო ნავეს ძე 24:7შეჰღაღადეს უფალს და მანაც ჩამოაფინა უკუნი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა ვუყავი ეგვიპტელებს. მას მერე უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი ხანი.
- გამოსვლა 19:4თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ.
- მეორე სთვლისაება 8:4აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსივებია.
- მეორე სთვლისაება 8:2გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს.
- მეორე სთვლისაება 29:2მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა თქვენს თვალწინ ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს, მის მორჩილთ და მთელ მის ქვეყანას -
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 3
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


