
ებრაელთა მიმართ 5:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია.
ებრაელთა მიმართ 5:13 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(მათ. 5:20). ასევე ამბობს პავლეც: “უცოდინარია ჭეშმარიტების სიტყვაში”, ანუ გამოუცდელია ზეციურ სიბრძნეში, არ შეუძლია უმაღლესი და სრულყოფილი ცხოვრების წარმართვა. ანდა აქ ჭეშმარიტებად ქრისტეს და მის შესახებ მაღალ სწავლებას მოიხსენიებს.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 16 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 5:13
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რას ნიშნავს ‘სიტყვა ჭეშმარიტებისა’? ვფიქრობ, აქ მოციქული ცხოვრების წესზეც მიანიშნებს. თავად უფალმაც ბრძანა: ‘თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს...’ (მათ. 5:20). ასევე ამბობს პავლეც: ‘უცოდინარია ჭეშმარიტების სიტყვაში’, ანუ გამოუცდელია ზეციურ სიბრძნეში, არ შეუძლია უმაღლესი და სრულყოფილი ცხოვრების წარმართვა. ანდა აქ ჭეშმარიტებად ქრისტეს და მის შესახებ მაღალ სწავლებას მოიხსენიებს.”
მთელი განმარტება
რას ნიშნავს “სიტყვა ჭეშმარიტებისა”? ვფიქრობ, აქ მოციქული ცხოვრების წესზეც მიანიშნებს. თავად უფალმაც ბრძანა: “თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს...” (მათ. 5:20). ასევე ამბობს პავლეც: “უცოდინარია ჭეშმარიტების სიტყვაში”, ანუ გამოუცდელია ზეციურ სიბრძნეში, არ შეუძლია უმაღლესი და სრულყოფილი ცხოვრების წარმართვა. ანდა აქ ჭეშმარიტებად ქრისტეს და მის შესახებ მაღალ სწავლებას მოიხსენიებს.
“უსმენად უძლურნი არიანო”, ბრძანა და არ განმარტა, თუ რატომ, რათა თავად ჩასწვდომოდნენ მიზეზს და სიტყვა არ დამძიმებოდათ. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში კი თავის გაოცებასა და გაკვირვებას გამოხატავს (გალ. 1:6), რაც უფრო მეტად ანუგეშებდა მათ, რადგან იგივე მათაც შეემთხვათ, თითქოს მოულოდნელად, აი, რა არის გაკვირვება.
ხედავ, რომ არსებობს სხვა სიყრმე და სხვა სრულყოფილება, გარდა ხორციელი ზრდისა? ვეცადოთ, ამ სრულყოფილებას მივაღწიოთ. შესაძლებელია, ბავშვობაშიც და სიჭაბუკეშიც მივაღწიოთ ამ სრულყოფილებას, რადგან იგი ბუნების საქმე კი არა, სათნოებისაა.
ეფრემ ასური4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 5:13 კონტექსტში
5:11ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ამის თაობაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან სმენის თავი აღარა გაქვთ.
5:12მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი.
5:13მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია.
5:14უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 5:13
- კორინთელთა მიმართ ა 14:20ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:2როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:16მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად,
- ესაია 28:9ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ?
- კორინთელთა მიმართ ა 3:1მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში.
- ეფესელთა მიმართ 4:14რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,
- კორინთელთა მიმართ ბ 3:9რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა,
- კორინთელთა მიმართ ა 13:11როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 5
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



