გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ოსეა 1:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ოსეა 1:8

მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.

ოსეა 1:8 · საქართველოს საპატრიარქო

ოსეა 1:8 კონტექსტში

1:6კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელას სახლს და არასოდეს შევუნდობ.

1:7იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, რც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.

1:8მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.

1:9თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი). რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი.

1:10ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო.

განაგრძე კითხვა: ოსეა 1

სრულად წაიკითხე: ოსეა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში