
ოსეა 13:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები.
ოსეა 13:12 · საქართველოს საპატრიარქო
ოსეა 13:12 კონტექსტში
13:10სადა არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: მომეცი მეფე და მთავრებიო?
13:11მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში.
13:12შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები.
13:13მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კარებთან.
13:14ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!
პარალელური ადგილები: ოსეა 13:12
- იობი 14:17დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეცოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს.
- მეორე სთვლისაება 32:34ეს ხომ ჩემთან არის დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი?
- მეორე სთვლისაება 32:35მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
- რომაელთა მიმართ 2:5შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,
- იობი 21:19განა ინახავს ღმერთი სატანჯველს მისი შვილებისთვის? მხოლოდ მას მიუზღავს და ეცოდინება.
განაგრძე კითხვა: ოსეა 13
სრულად წაიკითხე: ოსეა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში