
ოსეა 4:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მივაგებ მათ მათი საქმეების გამო.
ოსეა 4:9 · საქართველოს საპატრიარქო
ოსეა 4:9 კონტექსტში
4:7რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემ წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი.
4:8ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისკენ მიუწევთ გული.
4:9მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მივაგებ მათ მათი საქმეების გამო.
4:10შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას, იბოზებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური.
პარალელური ადგილები: ოსეა 4:9
- ესაია 24:2რა ერი და რა მღვდელი მაშინ, რა ყმა და რა მისი ბატონი, რა მოახლე და რა მისი ქალბატონი, რა მყიდველი და რა გამყიდველი, რა მოვალე და რა მევალე, რა მსესხებელი და რა მევასხე!
- იერემია 5:31ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?
- მათეს სახარება 15:14მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.
- იერემია 23:11რადგან გაირყვნენ წინასწარმეტყველნიც და მღვდლებიც; ჩემს სახლშიც კი ვპოულობ მათ ნაავკაცარს, ამბობს უფალი.
- იერემია 23:12ამიტომაც მოლიპული იქნება მათი გზები სიბნელეში, წაიფორხილებენ და დაეცემიან; რადგან უბედურებას მოვუტან მათ განკითხვის წელს, ამბობს უფალი.
- ესაია 9:14მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს.
- ესაია 9:16ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან.
- იგავესნი 5:22საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.
განაგრძე კითხვა: ოსეა 4
სრულად წაიკითხე: ოსეა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში