
ესაია 1:3, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.
ესაია 1:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ესაია 1:3
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ადამიანების უმადურობა საშინელ კონტრასტშია ცხოველების მადლიერებასთან. თუ უგუნური ხარი თავის ბატონს იცნობს და ვირმა იცის, ვის ბაგაში იკვებება, როგორ შეიძლება, რომ გონიერმა ადამიანმა არ იცნობდეს ღმერთს, თავის შემოქმედსა და მარჩენალს?”
ესაია 1:3 კონტექსტში
1:1ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს.
1:2ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.
1:3ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.
1:4ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!
1:5სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.
პარალელური ადგილები: ესაია 1:3
- იერემია 8:7ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.
- იერემია 4:22ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.
- ესაია 44:18არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ.
- მათეს სახარება 13:13იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.
- მათეს სახარება 13:15რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
- ესაია 5:12ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
- რომაელთა მიმართ 1:28და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.
- ფსალმუნები 94:8გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?
განაგრძე კითხვა: ესაია 1
სრულად წაიკითხე: ესაია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში