
ესაია 14:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?
ესაია 14:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირის ორშაბათი (მწუხრი).
ესაია 14:16 კონტექსტში
14:14მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!
14:15მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.
14:16შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?
14:17ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?
14:18ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში.
პარალელური ადგილები: ესაია 14:16
- ფსალმუნები 58:10გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
- ფსალმუნები 58:11და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.
- იერემია 50:23როგორ გადატყდა და დაილეწა მთელი ქვეენის ურო! როგორ გაიქცა შესაზარად ბაბილონი ხალხთა შორის!
- იერემია 51:20ურო ხარ ჩემთვის - საბრძოლო იარაღი და შენით ვფანტავ ხალხებს, შენით ვანადგურებ სამეფოებს;
- იერემია 51:23შენით ვფანტავ მწყემსსა და მის ჯოგს, შენით ვფანტავ გუთნისდედას და მის გუთნეულს, შენით ვფანტავ განმგებელთ და მთავართ.
- ფსალმუნები 64:9და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან.
- ესაია 14:4წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას!
- ესაია 14:5როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი,
განაგრძე კითხვა: ესაია 14
სრულად წაიკითხე: ესაია 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში