
ესაია 14:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი.
ესაია 14:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირის ორშაბათი (მწუხრი).
ესაია 14:9 კონტექსტში
14:7დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს.
14:8ალვები ხარობენ შენ გამო, ლიბანის ნაძვები: რა რომ შენ გდიხარ, ხის მჭრელი აღარ ამოსულა ჩვენთან.
14:9ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი.
14:10ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე.
14:11შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.
პარალელური ადგილები: ესაია 14:9
- ეზექიელი 32:21ძლიერნი გაეხმიანებიან მას და მის შემწეთ ქვესკნელის გულში; ჩავიდნენ, წვანან წინდაუცვეთელნი, მახვილით განგმირულნი.
- ეზექიელი 32:32რადგან შიშისზარს დავცემ ცოცხალთა ქვეყანას და დაწვებიან წინდაუცვეთელთა შორის მახვილით განგმირულებთან ერთად ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.
- იერემია 50:8გადაიკარგეთ ბაბილონიდან და გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ერკემლებად იქმენით ფარის წინ.
- იგავესნი 15:24ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს.
განაგრძე კითხვა: ესაია 14
სრულად წაიკითხე: ესაია 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში