
ესაია 17:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუდაბურდება ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარათა საძოვრებად იქცევა, დაწვებიან და ვერავინ დააფრთხობს მათ.
ესაია 17:2 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 17:2 კონტექსტში
17:1დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა!
17:2გაუდაბურდება ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარათა საძოვრებად იქცევა, დაწვებიან და ვერავინ დააფრთხობს მათ.
17:3არაფერი დარჩება ეფრემის ციხე-სიმაგრისგან, დამასკოს სამეფოსგან და არამის ნატამალისგან, ისრაელიანთა დიდებას გაჰყვებიან, ამბობს ცაბაოთ უფალი.
17:4იმ დღეს დაილევა იაკობის დიდება და მისი მსუქანი ხორცი დამჭლევდება.
პარალელური ადგილები: ესაია 17:2
- იერემია 7:33ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი.
- ეზექიელი 25:5გადავაქცევ რაბათს აქლემების სადგომად და ყამონიანთა ქვეყანას - ცხვრის ფარეხად, და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
- მეორე სთვლისაება 2:36ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევზე მდებარერს, და ხეობის ქალაქიდან გალაადამდე არ შეგვხვედრია ქალაქი, მიუდგომელი რომ ყოფილიყო ჩვენთვის. ყველაფერი მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
- სოფონია 2:6გადაიქცევა ზღვისპირეთი საძოვრებად, მწყემსთა ბინებად და ცხვრის სადგომებად.
- მიქა 4:4ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი; რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას.
- რიცხვთა 32:34ააშენეს გადიანებმა დიბონი, ყატაროთი და ყაროერი,
- იერემია 48:19გზაზე დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრთ! ჰკითხე გამოქცეულს და თავდახსნილს, ჰკითხე, რა მოხდა-თქო?
- მეორე სთვლისაება 3:12ეს ქვეყანა დავისაკუთრეთ მაშინ. არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან გალაადის მთის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი.
განაგრძე კითხვა: ესაია 17
სრულად წაიკითხე: ესაია 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში