
ესაია 22:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის,
ესაია 22:17 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 22:17 კონტექსტში
22:15ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: ადექი, მიდი მაგ კარისკაცთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს;
22:16აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს? მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი.
22:17აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის,
22:18როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები - შენი ბატონის სახლის თავსლაფი!
22:19გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან.
პარალელური ადგილები: ესაია 22:17
- იერემია 14:3დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ ყმებს, მიდიან ჭებთან და წყალს ვერ პოულობენ. ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან გაწბილებულნი, სირცხვილისაგან თავს იბურავენ.
- ესთერი 7:8როცა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში დაბრუნდა მეფე, დამხობილი დახვდა ჰამანი საწოლზე, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: დედოფალზეც რომ ძალადობს ჩემთან სახლში! სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და დაუფარეს სახე ჰამანს.
- იობი 9:24ქვეყანა ბოროტის ხელშია, ის უფარავს სახეს მის მსაჯულებს; თუ ის არ არის, მაშ ვინღა არის?
განაგრძე კითხვა: ესაია 22
სრულად წაიკითხე: ესაია 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში