
ესაია 26:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი უმზადებდი სასჯელს.
ესაია 26:16 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 26:16 კონტექსტში
26:14მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.
26:15შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები.
26:16უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი უმზადებდი სასჯელს.
26:17როგორც ორსული ქალი, შობად მიწევნული, იტანჯება, კივის ტკივილისგან, ასე ვართ ჩვენ, უფალო, შენ წინაშე!
26:18მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი.
პარალელური ადგილები: ესაია 26:16
- ოსეა 5:15წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- მეფეთა ა 1:15მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.
- ფსალმუნები 142:2გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.
- ნეშტთა შორისა ბ 6:37გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,
- ნეშტთა შორისა ბ 6:38როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვვდ წაასხეს და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
- ნეშტთა შორისა ბ 33:12შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე.
- ნეშტთა შორისა ბ 33:13ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი.
განაგრძე კითხვა: ესაია 26
სრულად წაიკითხე: ესაია 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში