
ესაია 28:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი.
ესაია 28:26 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 28:26 კონტექსტში
28:24განა სულმუდამ ხნავს მხვნელი დასათესად? განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს თავის მიწას?
28:25განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მიმოფანტავს სოინჯს და თესავს კვლიავს, ჩადებს ხორბალს ხნულში და ქერს თავის ადგილზე და ასლს ყანის კიდეებზე?
28:26ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი.
28:27რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და ურმის ბორბალს არ ატარებენ კვლიავზე, რადგან სოინჯი კეტით იცეხვება და ჯოხით - კვლიავი.
28:28პური ილეწება, მაგრამ ბოლომდე არ ინაყება; გრიალებენ ურმის ბორბალი და ცხენები, მაგრამ არ ნაყავენ მას.
პარალელური ადგილები: ესაია 28:26
- გამოსვლა 36:2მოუხმო მოსემ ბეცალიელს, ოჰოლიაბს და ყველა გულბრძენ კაცს, რომელსაც უფალმა ჩაუდო სიბრძნე გულში, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა.
- გამოსვლა 31:3და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
- გამოსვლა 31:6აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.
- იობი 35:11რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო?
- დანიელი 1:17მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო.
- იობი 39:17რადგან ღმერთმა დაუკავა მას ჭკუა და წილად არ არგუნა გონება;
- გამოსვლა 28:3უთხარი ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მე ავავსე სიბრძნის სულით, გაუწყონ შესამოსელი აარონს, რომ ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი.
- ფსალმუნები 144:1დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.
განაგრძე კითხვა: ესაია 28
სრულად წაიკითხე: ესაია 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში