
ესაია 3:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს,
ესაია 3:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის პარასკევი (მეექვსე ჟამი).
ესაია 3:2 კონტექსტში
3:1რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;
3:2ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს,
3:3ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს.
3:4სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე.
პარალელური ადგილები: ესაია 3:2
- ესაია 9:14მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს.
- ესაია 9:15მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი.
- ამოსი 2:3ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, ამბობს უფალი.
- ესაია 2:13ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას,
- ესაია 2:15ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს,
- ფსალმუნები 74:9ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
- ეზექიელი 9:5სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.
- გლოვა იერემიასი 5:12ხელებით ჰკიდებენ მთავრებს, შეურაცხყოფენ მოხუცებულთ;
განაგრძე კითხვა: ესაია 3
სრულად წაიკითხე: ესაია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში