
ესაია 30:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო.
ესაია 30:11 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 30:11 კონტექსტში
30:9რადგან ურჩია ეს ხალხი, მატყუარა შვილები არიან, შვილები, რომელთაც არ უნდათ უფლის რჯულის გაგონება;
30:10რომლებიც ეუბნებიან მისნებს: ნურაფერს ხედავთ, და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ!
30:11გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო.
30:12ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: რადგან შეიძულეთ ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედი გაქვთ და ამას ემყარებით,
30:13ამიტომ ეს დანაშაული იქნება თქვენთვის მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარივით, რომელიც გაარღვევს მას და ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს.
პარალელური ადგილები: ესაია 30:11
- იობი 21:14ღმერთს ეუბნებიან: ჩამოგვეცალე! არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზებიო;
- რომაელთა მიმართ 1:30ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი,
- იოანე 15:23ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
- იოანე 15:24რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
- რომაელთა მიმართ 1:28და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.
- ეფესელთა მიმართ 4:18გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
- რომაელთა მიმართ 8:7იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
- ამოსი 7:13ბეთილში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი.
განაგრძე კითხვა: ესაია 30
სრულად წაიკითხე: ესაია 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში